მთავარი,სიახლეები

არადეკლარირებული სიგარეტი სარფსა და წითელ ხიდზე

10.04.2018 • 1509
არადეკლარირებული სიგარეტი სარფსა და წითელ ხიდზე

9-10 აპრილს  საბაჟო გამშვებ პუნქტებში – ,,წითელი ხიდი“  და ,,სარფი“, ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების: ფ.ქ-სა და ა.ა-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 5000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 1000 ლარის ოდენობით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: