მთავარი,სიახლეები

ლონდონის კინოფესტივალზე ქართულ ფილმებს აჩვენებენ

10.04.2018 • 1640
ლონდონის კინოფესტივალზე ქართულ ფილმებს აჩვენებენ

1-8 მაისს ლონდონში  ქართული ფილმების მე-5 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნება.

ფესტივალზე ძირითადად ბოლოს გადაღებულ ქართულ ფილმებს  აჩვენებენ: ნანა ექვთიმიშვილის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“, მარიამ ხაჭვანის „დედე“, ანა ურუშაძის „საშიში დედა“ და სხვა.

გარდა კინოჩვენებებისა, ფესტივალზე დაგეგმილია დისკუსიები ფილმების რეჟისორებთან, მუსიკალური საღამოები, ეროვნული არქივის ქართული კინოაფიშების გამოფენა და სხვა.

ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: