განათლება,მთავარი,სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო – სკოლაში 16-17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც წავლენ

10.04.2018 • 2275
პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო – სკოლაში 16-17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც წავლენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, დღეს, 10 აპრილს, პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო.

რეგისტრაცია გაგრძელდება 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით იმ კატეგორიის მოსწავლეებისთვის, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი  შედის  პირველ კლასში.

პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი წარსადგენი დოკუმენტების ვადა განისაზღვრა 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, მათთვის რეგისტრაცია 8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით განისაზღვროს.

ბრძანების მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში განთავისუფლებულ ადგილზე მოსწავლის რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხი დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 2 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით.

როგორც განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ განუმარტეს, წელს პირველკლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა იმ ბავშვებსაც ექნებათ, რომლებიც 16-17 სექტემბერს დაიბადნენ. „სკოლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება, მაგრამ ვინაიდან წელს 15 სექტემბერი შაბათია, ამ დღეებში დაბადებულ ბავშვებს შეუძლიათ სკოლაში წავიდნენ,“- გვითხრეს სამინისტროში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: