ახალი პროექტი კრამიტით გადახურული სახლის ნაცვლად ბათუმში

ბათუმში, ფალიაშვილის #7-ში, მოქალაქეს ერთსართულიან კრამიტით გადახურულ სახლზე ორი სართულის დაშენება სურს. სახლი ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მდებარეობს, ამიტომაც მოქალაქემ პროექტის შეთანხმების მიზნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონალურ საბჭოს მიმართა.

ბათუმი, ფალიაშვილის #7

პროექტი ზონალურ საბჭოში მეორედ განიხილეს, თუმცა საბჭოს წევრებმა მოქალაქეს ახალი პროექტი დაუწუნეს და მისი არქიტექტურულად დახვეწა მოსთხოვეს.

ახალი პროექტის რენდერი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი