მთავარი,სიახლეები

რამდენი პირი გაამართლა წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ

09.04.2018 • 1865
რამდენი პირი გაამართლა წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წელს სულ 8 პირი გაამართლა, 2 შემთხვევაში კი, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 2018 წლის იანვარ-მარტის სტატისტიკა ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოაქვეყნა.

სტატისტიკის მიხედვით, სამ თვეში სისხლის სამართლის 148 საქმეზე არსებითი განხილვა დასრულდა, 151 საქმეზე – საპროცესო შეთანხმება შედგა [საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელი პირობაა ბრალის აღიარება].

რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას, უმრავლეს შემთხვევაში სასამართლო გირაოს იყენებს. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში პროკურატურას 168 პირის მიმართ მოუთხოვია გირაოს შეფარდება, სასამართლომ აქედან 104 შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 92 ბრალდებულის მიმართ პროკურატურა წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, აქედან სასამართლომ 66 პირს შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.

გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით – აღკვეთის ეს ღონისძიება სასამართლომ 56 პირის მიმართ გამოიყენა.

აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ – სასამართლომ სამ თვეში სულ 2 ბრალდებულს შეუფარდა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: