მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქედელი მოსწავლეების მაგიდის ჩოგბურთის გოგონათა გუნდი მსოფლიო ოლიმპიადაზე გაემგზავრა

07.04.2018 • 4210
ქედელი მოსწავლეების მაგიდის ჩოგბურთის გოგონათა გუნდი მსოფლიო ოლიმპიადაზე გაემგზავრა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს მაგიდის ჩოგბურთის გოგონათა გუნდი  მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად დღეს მალტაში გაემგზავრა. ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მერიის ეზოდან გააცილეს. ოლიმპიადა 8-10 აპრილს გაიმართება.

აჭარის განათლების მინისტრ ინგა შამილიშვილთან ერთად, ქედაში გოგონების გასაცილებლად მაგიდის ჩოგბურთის აჭარის ფედერაციის პრეზიდენტიც ჩავიდა.

„მსოფლიოზე მონაწილეობა უკვე შედეგია. სასკოლო ოლიმპიადა მესამე წელია ტარდება და აჭარის რეგიონიდან სკოლის მოსწავლეები პირველად მიიღებენ მასში მონაწილეობას.

ვაიოს სკოლის ჩოგბურთელები

გაცილების ცერემონიაზე გოგონების თანატოლები, მშობლები და ოფიციალური პირები მივიდნენ.

სასკოლო ოლიმპიადაზე ისეთი გუნდები მონაწილეობენ, რომ მიჭირს მოლოდინებზე საუბარი, თუ რომელიმე გუნდს ვაჯობეთ, ვთქვათ, ათი გუნდიდან ორს მაინც – ესეც კარგი შედეგი იქნება. როდესაც მონაწილეობას იღებს ჩინეთის, საფრანგეთის… გუნდები, რთულია მოლოდინებზე ისაუბრო“, – ამბობს მაგიდის ჩოგბურთის აჭარის ფედერაციის პრეზიდენტი, ავთანდილ მენაბდე.

„ბოლო პერიოდში თითქმის მთელი დღეების განმავლობაში ვმეცადინეობდით. დიდი იმედებით მივდივართ, გვინდა კარგი შედეგები დავდოთ,“ – ამბობს გუნდის წევრი, ქეთი შავიშვილი.

გოგონებთან ერთად დღეს მალტაში ვაიოს სკოლის სპორტის პედაგოგი, გუნდის მწვრთნელი იოსებ მახაჭაძე გაემგზავრა.

ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ოთხი სპორტსმენით არის დაკომპლექტებული: ელზა მახაჭაძე, ლინდა ჩიკვაიძე, მირანდა გორგილაძე და ქეთი შავიშვილი.

გაცილების ცერემონიაზე გოგონების თანატოლები, მშობლები და ოფიციალური პირები მივიდნენ

გადაბეჭდვის წესი

ასევე: