ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის #130-ში, მრავალბინიანი სახლის მეოთხე სართულზე ხანძარი ჩააქრეს.
ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დახმარება გამოიძახეს ამ სახლის მეხუთე სართულზე, სადაც „კვამლის გამო შეწუხდნენ“. საავადმყოფოში გადაყვანა არავის დასჭირვებია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახური და პოლიცია.
მთავარი ფოტო: როინ გუნდაძე / ხანძარი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე [#130]