გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში და აჭარის სანაპირო რაიონებში, დღეს, საღამოს გამოიდარებს.
შაბათ-კვირას, 31 მარტსა და პირველ აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 მარტს ბათუმში ამინდის ტემპერატურა იქნება:
- დღისით: 15 გრადუსი
- ღამით: 8 გრადუსი
პირველ აპრილს კი ბათუმში ტემპერატურა მოიმატებს და იქნება:
- დღისით: 23 გრადუსი
- ღამით: 8 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 10 გრადუსია.