დღეს ბათუმში, ვარდების სკვერში, მოქალაქეებმა რუსეთში, ქალაქ კემეროვოში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ადგილზე ყვავილები და სანთლები მიიტანეს.
რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი დაიღუპა. როგორც რუსული გამოცემები დაღუპულთა ნათესავების მიერ შექმნილ შტაბზე დაყრდნობით წერენ, დაღუპულთა შორის 41 ბავშვია.
ამავე თემაზე: „უთხარით დედას, რომ მიყვარდა“ – შემაძრწუნებელი ისტორიები კემეროვოდან