განათლება,მთავარი,სიახლეები

რომელ საბაკალავრო პროგრამებზე არ იქნება აბიტურიენტთა მიღება 2018 წელს

23.03.2018 • 2476
რომელ საბაკალავრო პროგრამებზე არ იქნება აბიტურიენტთა მიღება 2018 წელს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წელს მიღება არ ექნება და ამოღებულია ჩამონათვალიდან, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა, სოციოლოგია, დემოგრაფია.

ასევე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამას, მრეწველობის მენეჯმენტი და ტექნოლოგია (ინგლისურენოვანი).

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრედიტაცია მიენიჭა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას,

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ციფრული მედია და კომუნიკაციის საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამასა და  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციოლოგიის საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამას.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: