მთავარი,რეკლამა,სიახლეები

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქედაში

20.03.2018 • 2199
მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქედაში

მეწყრის პრევენციული ღონისძიებების პროექტი ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა ქედის თვითმმართველობისთვის. მეტიც, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია ოპტიმისტურია და რამდენიმე წელიწადში ეკომიგრანტთა პრობლემების მინიმუმამდე დაყვანას პროგნოზირებენ. ყოველწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეკოლოგიური საფრთხის პრევენციისთვის გარკვეული თანხა გამოიყოფა. 60-მდე სოფელში ეწყობა სანიაღვრეები, გაბიონები, წყალშემკრები არხები, ხიდები და ა.შ.

სამუშაოები 29 საცხოვრებელ სახლთან ახლოს მიმდინარეობს

სამუშაოები 29 საცხოვრებელ სახლთან მიმდინარეობს

მიმდინარე წელს მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძებებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 480 900 ლარია გათვალისწინებული, მათგან ამ დროისთვის 394 000 ლარზე სახელმწიფო ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

სამუშაოები თითქმის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს. ხაზგასასმელია უშუალოდ 29 საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე პრევენციული სამუშაოები, რომელიც ქედის მერის პირველმა მოადგილემ, როლანდ ბერიძემ დაათვალიერა.

აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა წლის ბოლომდე  გაიზარდოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: