მთავარი,რეკლამა,სიახლეები

აჭარის ყველა ფერი

20.03.2018 • 4427
აჭარის ყველა ფერი

აჭარაში მოგზაურობას განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება. ეს რეგიონი ყოველთვის იზიდავს ადამიანებს, როგორც დღესასწაული, რომელიც  ოთხივე სეზონზე გრძელდება. არ მოგიყვებით, რატომ უნდა ჩამოხვიდეთ აჭარაში, გირჩევთ, ნახოთ აჭარის ყველა ფერი ერთ ფოტორეპორტაჟში და იპოვოთ თქვენი ფავორიტი.

თუ უფრო მეტი გინდა გაიგო, წაიკითხე სტატია – იპოვე შენი ფერი აჭარაში.

 გაზაფხულის ფერები

გაზაფხულზე ბათუმში გლიცინიები ყვავის. ფოტო: „ბათუმელები“

ბათუმის ნავსადგურთან გასეირნება ამ დროს განსაკუთრებით სასიამოვნოა, მზე ჯერ არ აჭერს, ჰაერში ზღვის და ყვავილების სუნი ტრიალებს. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 

აჭარის ალპურ საძოვრებზე თოვლი უკვე დნება, მაისში მწყემსები საქონელს იალაღებზე გადაიყვანენ. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 

ბოტანიკური ბაღის პანორამული ხედები ფერადია, როგორც არასდროს. ფოტო: ბათუმის ბულვარი 

ზაფხულის ფერები 

ბათუმში, ზღვის ჩასვლისას, ამ ფერის ცა გინახავთ? ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ეს მტირალას ეროვნული პარკია, მწვანე, დაბურული ტყეებისა და ჩანჩქერების ადგილი. ცხელ ზაფხულში აქ გასეირნება ნეტარებაა. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 

ეს ხიდი სამი საუკუნისაა და შუახევში მდებარეობს. ნანახი გაქვს? ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი  

ეს ისპანის ჭაობია, ქობულეთის დაცული ტერიტორიები. ამ ადგილს რამსარის კონვენცია იცავს, საერთაშორისო მნიშვნელობის გამო. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი  

გზა ალპური საძოვრებისკენ მინდვრის ყვავილებით მოფენილ მდელოებზე გადის. ფოტო: „ბათუმელები“

გზად მწყემსი ქალები გემრიელი ყავითაც შეიძლება გაგიმასპინძლდნენ. ფოტო: „ბათუმელები“

ეს შავი ტბაა, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

შემოდგომის ფერები

ეს ჯადოსნური ადგილი კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზეა, ქობულეთში. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი  

ბათუმის დელფინარიუმი ოთხივე სეზონზე მუშაობს, ეს ტურისტების საყვარელი ადგილია. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი   

ეს კი შემოდგომის ფერებით ანთებული ბოტანიკური ბაღია.

ზამთრის ფერები 

კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მდებარეობს. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი  

ცხელი აჭარული ხაჭაპური უცებ გაგახსენებთ ზღვას და ზაფხულს. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

გოდერძი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი  

 

თუ გაგიმართლა და ბათუმში გათოვდა, ზღვაზე თოვა არასდროს დაგავიწყდება. ფოტო: „ბათუმელები“

ბათუმში ახალ წელს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

დატკბი მოგზაურობის ყოველი წამით, დაგვიმეგობრდი ფეისბუქზე და იპოვე შენი ფერი!

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: