მთავარი,სიახლეები

კონკურსი მაღალანაზღაურებად ვაკანსიებზე საჯარო სამსახურებში

19.03.2018 • 2543
კონკურსი მაღალანაზღაურებად ვაკანსიებზე საჯარო სამსახურებში

მას შემდეგ, რაც ბათუმში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, მამაუკა ახალაძემ, შორეული ნაოსნობის კაპიტანმა, ზღვაში დაბრუნება გადაწყვიტა, სააგენტოს დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტომ, რომლის დაქვემდებარებაშიც არის ეს სააგენტო, აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ამ თანამდებობაზე ხელფასი 6850 ლარია.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.

სააგენტოს ევალება უზრუნველყოს საზღვაო უსაფრთხოება და საზღვაო ტრანსპორტის ფუნქციონირების  სამართლებრივი მოწესრიგება, ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. მისი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ასევე საზღვაო ტრანსპორტის ტექნიკური რეგულირება და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა, საზღვაო გადაზიდვა – გადაყვანების შეუფერხებელი და უსაფრთხო განხორციელების მიზნით.

სააგენტოს დირეტორი

  • იღებს გადაწყვეტილებებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
  • ზედამხედველობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებას და მიზანშეწონილობას;
  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სახელით კომპეტენციის ფარგლებში დებს გარიგებებს, ანიჭებს უფლებას სააგენტოს წარმომადგენლობაზე;
  • კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიული და ინდივიდუალური სახის ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებს;
  • იღებს გადაწყვეტილებას (დადგენილებას) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
  • იღებს გადაწყვეტილებას მატერიალური ფასეულობებისა და სააგენტოს სახსრების განკარგვის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად.
  • წარადგენს წინადადებებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით;
  • ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

სააგენტოს დირექტორობის მსურველს უნდა ჰქონდეს მუშაობის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის ორწლიანი სამუშაო გამოცდილება [უპირატესობა მიენიჭება საზღვაო სფეროში მუშაობის გამოცდილებას]. უპირატესობა მიენიჭება ასევე მეტი უცხო ენის ცოდნას; კანდიდატი უნდა ფლობდეს ზოგად ინფორმაციას საზღვაო სფეროს კანონმდებლობისა და რეგულირების შესახებ.

მეორე კატეგორიის სპეციალისტის ბიოლოგის ვაკანსიაა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, თანამდებობრივი სარგო 1200 ლარია.

სპეციალისტის ფუნქციების ჩამონათვალშია:

  • გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კვლევა სურსათსა და ცხოველის საკვებში
  • მცენარეთა ვირუსული და სოკოვანი დაავადებების დიაგნოსტიკა
  • პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მოწყობილობასთან მუშაობა,
  • საგამოცდო ლაბორატორიაში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კვლევისათვის, მცენარეთა ვირუსული და სოკოვანი დაავადებების დიაგნოსტიკის მიზნით

შემოსული სააანალიზო ნიმუშების რეგისტრაცია და შესრულებულ სამუშაოებზე შიდა ჩანაწერების წარმოება,

  • საანალიზო ნიმუშების მომზადება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კვლევისათვის, მცენარეთა ვირუსული და სოკოვანი დაავადებების დიაგნოსტიკისათვის,
  • ჩატარებულ კვლევებზე არსებული ინფორმაციის კომპიუტერული დამუშავება
  • გამოცდის მეთოდების აქტუალიზირება
  • საერთაშორისო ლაბორატორიათაშორის კვლევებში მონაწილეობა დადებითი შედეგით
  • საჭიროების შემთხვევაში ნიმუშის/სინჯების აღება
  • ცენტრის უფროსისა და ლაბორატორიის უფროსის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

საკონკურსო მოთხოვნებშია, ასევე, მაგისტრის კვალიფიკაცია, ინგლისური ენის ბ2- დონეზე ცოდნა და არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.

ორი ვაკანსიაა საბაჟო დეპარტამენტში: ვაკანტურია გაფორმების ეკონომიკური ზონის „ბათუმი“ მომსახურების სამმართველოს მებაჟე-ოფიცერისა და ლოჯისტიკის სამმართველოს მებაჟე-ოფიცრის თანამდებობა, ორივე შემთხვევაში ანაზღაურება 1300 ლარია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა სამედიცინო საწარმოთა მართვისა და ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ორივე შემთხვევაში ხელფასი 2300 ლარია.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: