საიდან მოდის ამბები – შეხვედრა ზურა აბაშიძესთან ბსუ-ში [ანონსი]

23 მარტი, პარასკევს, 17 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში, 234 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა მწერალ ზურა აბაშიძესთან თემაზე – „საიდან მოდის ამბები“.

დასწრება თავისუფალია.

2017 წელს ზურა აბაშიძის მოთხრობების კრებული, „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“, ლიტერატურული კონკურსის, „საბას“ ნომინაციაში –  წლის საუკეთესო დებიუტი – მკითხველის რჩეული გახდა.

შეხვედრის ორგანიზატორია ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული „ლიტერატურული კლუბი“.

ამავე თემაზე: ზურა ზღვას ეძებდა და თან მოთხრობებს წერდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.