მთავარი,სიახლეები

საგამოძიებო: მოქალაქეს საქართველოდან თურქეთში 839 მაჯის საათი მალულად გადაჰქონდა

14.03.2018 • 1791
საგამოძიებო: მოქალაქეს საქართველოდან თურქეთში 839 მაჯის საათი მალულად გადაჰქონდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის ფაქტი გამოვლინდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის მოქალაქეს მისივე მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადაჰქონდა 839 ერთეული სხვადასხვა დასახელების მაჯის საათი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება  26 000 ლარს აღემატება,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: