სად გაითიშება ხვალ შუქი ბათუმში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ხვალ, 14 მარტს, ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ბათუმში ელექტროენერგია გაითიშება ნონეშვილის, ქუთაისის, 9 აპრილის და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებზე. ასევე, ელექტროენერგიის გარეშე დარჩება თამარის, სალიბაურისა და სამხედრო დასახლებების ნაწილი, სულ – 4386 აბონენტი. შეზღუდვა დილის 11-დან საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება.

ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეეზღუდება:

ხულოში 556 აბონენტს – 10:00-დან 6 საათამდე – სოფლები: ფაჩხა, სხანდარა, ვაშლოვანი, ქვემო და ზედა ვაშლოვანი.

შუახევსა და ქედაში 307 აბონენტს – 11:00-დან 6 საათამდე – სოფლები: პირველი მაისი, საღორეთი, წონიარისი და მიმდებარე სოფლები.

ქობულეთში 3971 აბონენტს –  11:00-დან 6 საათამდე – სოფლები: ცეცხლაური, წყავროკა, მუხაესტატე, ციხისძირი, ბუკნარი, საჩინო, ჩაისუბანი და მიმდებარე სოფლები.

ხელვაჩაურში 7226 აბონენტს – 11:00-დან 6 საათამდე – სოფლები: აჭარის აღმართი, ჭარნალი, ახალშენი, განახლება და მიმდებარე სოფლებს, ასევე დაბა ხელვაჩაურის ნაწილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი