ქუჩა-ილუზორული ფოტოგრაფიის გასართობი მოედანი

ფოტოგრაფი პაუ ბუსკატო ფოტოებზე  სასურველი ეფექტის მიღებას საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნით ახერხებს. ბუსკატო ბოლო ოთხი წელია ქუჩის ფოტოგრაფიითაა გატაცებული და ძირითადად ილუზორულ კადრებს იღებს, რაც ტექნიკურად ორი სხვადასხვა სიტუაციის დამთხვევითაა შესაძლებელი. ფოტოგრაფს ხანდახან საათობით უწევს ცდა, სანამ საჭირო მომენტს დააფიქსირებს.

ბუსკატო ამბობს, რომ შემთხვევითობების ძებნით დიდ სიამოვნებას იღებს. გადაღება მისთვის გართობაა, ქუჩა კი დიდი, საბავშვო მოედანი.

„ჩვენ ვაშენებთ გარესამყაროსთან დიდ კედლებს, რომ უფრო ძლიერები და სერიოზულები გამოვჩნდეთ, კედლებს მიღმა გვრჩება ბავშვური ხედვა, რამაც სინამდვილეში განსაზღვრა ჩვენი მომავალი, კედლებს მიღმა დარჩენილი ბავშვობა ციხესიმაგრეში მომწყვდეულ ხეს ჰგავს, „ბავშვური ხედვაც“ ამ ციხესიმაგრეში რჩება.

ჩემთვის ჩვეულებრივი, ბავშვური თამაშია, ვაკვირდებოდე რეალობას და სრულად ვიაზრებდე რაც ხდება, “ – წერს ფოტოგრაფი ოფიციალურ ვებგვერდზე, ეს დამოკიდებულება აქცევს მის ნამუშევრებს მსუბუქ და ადვილად აღსაქმელ, მაგრამ საინტერესო ფოტოებად.

წყარო: mymodernmet

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან