სიახლეები

მშენებარე კორპუსები დამცავი ბადეების გარეშე

12.03.2018 • 1657
მშენებარე კორპუსები დამცავი ბადეების გარეშე

ბოლო წლებში საქართველოში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა მასალამ ადამიანები იმსხვერპლა ან დააზიანა, თუმცა ბათუმში მშენებარე მაღლივი კორპუსების ნაწილზე დღესაც არ არის დამაგრებული დამცავი ბადეები, რომლებიც პირველ რიგში უზრუნველყოფს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას და ასევე, ამცირებს სამშენებლო მტვრის გავრცელებას გარემოში.

სამშენებლო ობიექტებზე დამცავი ბადეების განთავსებას, მენაშენეებს,  საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება ავალდებულებს.

სამშენებლო სტანდარტების დაცვაზე მეთვალყურეობა ბათუმში მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებაა.

მშენებლობაზე დამცავი ბადის არქონის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ჯარიმა 500 ლარია.

ამავე თემაზე:

მშენებლობა ბადეებისა და მოაჯირების გარეშე – როგორ მუშაობს ზედამხედველობა

მშენებლობიდან გადმოცვენილი მასალები მძინარე ადამიანებს დაეცა

გადაბეჭდვის წესი