მთავარი,სიახლეები

შსს: ბოშა გოგონებზე ძალადობის ფაქტს ხელვაჩაურის პოლიცია იძიებს

12.03.2018 • 4221
შსს: ბოშა გოგონებზე ძალადობის ფაქტს ხელვაჩაურის პოლიცია იძიებს

ხელვაჩაურის პოლიციამ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული ვიდეოს საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ვიდეოზე ასახულია, თუ როგორ აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ორი ბიჭი (სავარაუდოდ მოზარდები) ბოშა გოგონებს.

შს სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით – ძალადობა, დაიწყო.

______________

მთავარ ფოტოზე: კადრი ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: