ჯუმბერ ზოიძის სტომატოლოგიური კლინიკა სიახლეების კვალდაკვალ

სულ რამდენიმე წლის წინ ბათუმში თითქმის შეუძლებელი იყო კომფორტულ გარემოში სრული სტომატოლოგიური სერვისის მიღება. დღეს უკვე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ბევრი კარგი კლინიკა, პროფესიონალი პერსონალითა და საუკეთესო ტექნიკით აღჭურვილი. თუმცა სფეროს განვითარებასთან ერთად, იზრდება მომხმარებელი, მათი ცოდნა დარგის მიღწევების შესახებ – ისინი არა მხოლოდ კარგ, არამედ საუკეთესო სერვისის შეთავაზებას ელიან.

ჯუმბერ ზოიძის სტომატოლოგიური კლინიკა გამოირჩევა თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში მუშაობს მაღალკვალიფიციური მედპერსონალი 18-წლიანი გამოცდილებით.

კლინიკა წელიწადზე მეტია მუშაობს დენტალური მიკროსკოპით

კლინიკა წელიწადზე მეტია მუშაობს დენტალური მიკროსკოპით

კლინიკაში მზადდება უმეტალო კერამიკა, ცირკონის გვირგვინი და ვინირი, აგრეთვე  თანამედროვე, მოსახსნელი ე.წ. „ელასტიური“ პროთეზი.

კლინიკა წელიწადზე მეტია მუშაობს დენტალური მიკროსკოპით, რომლის საშუალებითაც ხდება არხში ჩატეხილი ინსტრუმენტის ამოღება, რთულად გამავალი არხების დაბჟენა, როცა ასეთი კბილების ექსტრაქცია (ამოღება) იყო საჭირო, დღეს შესაძლებელია ამ კბილების გადარჩენა. კლინიკას ადგილზე აქვს „სატექნიკო“ ლაბორატორიაც, რაც ამცირებს კბილების დამზადების დროს.

რა დროს კეთდება ვინირი?

 ვინირი კეთდება იმ შემთხვევაში, როცა ესთეტიკური დისკომფორტია, კბილის ფერის ან ფორმის შეცლა სურს  პაციენტს და ა.შ.

რა უპირატესობა აქვს ვინირს გვირგვინთან შედარებით?

გვირგვინის შემთხვევაში კბილის ხუთივე ზედაპირი იხეხება და ზოგჯერ საჭირო ხდება კბილიდან ნერვის ამოღებაც კი.

ვინირის დროს კი ხდება მარტო ვესტიბულარული (წინა) ზედაპირის პრეპარირება (ემალის მინიმალური შრის მოცილება).

კლინიკაში დიდი ყურადღება ეთმობა სტერილიზაციას. ინსტრუმენტები, სანამ მათ პაციენტამდე მიიტანენ, გადიან 4 ეტაპს: ხსნარებით დეზინფექცია, ულტრაბერის აპარატში დამუშავება, გაშრობა-შეფუთვა და ავტოკლავირება.

ჯუმბერ ზოიძის სტომატოლოგიური კლინიკის სამედიცინო გუნდი

ჯუმბერ ზოიძის სტომატოლოგიური კლინიკის სამედიცინო გუნდი

კლინიკა ასევე აღჭურვილია მინიმალური გამოსხივების მქონე ვიზიორენტგენოგრაფიული აპარატით, რომელსაც ჩვეულებრივი რენტგენისგან განსხვავებით ნაკლები გამოსხივება აქვს. თანამედროვე სტომატოლოგია სწრაფად ვითარდება, შესაბამისად, კლინიკის ექიმები წელიწადში რამდენჯერმე გადიან ტრენინგ-სემინარებს. სწავლების პროცესში მიღებული თეორიული ცოდნა კი, ეტაპობრივად ინერგება კლინიკის პრაქტიკულ საქმიანობაში.

ჯუმბერ ზოიძის სტომატოლოგიური კლინიკის პოპულარობის საიდუმლოც სწორედ ეს არის – სიახლეების ოპერატიული და წარმატებული დანერგვა  პრაქტიკაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 34 22 47 მისამართი: მელიქიშვილის N32 [ჭავჭავაძის ქუჩისა და მელიქიშვილის კვეთა, „მეტრო ჯორჯიას“ ოფისის მეორე სართულზე]

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი