#წინდამინდა – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული დაიწყო

დღეს, 12 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული დაიწყო. კვირეულთან დაკავშირებით, „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ გარკვეულ ღონისძიებებს გამართავს.

12-დან 21 მარტის ჩათვლით განხორციელდება ჭრელი წინდის კამპანია #წინდამინდა. 21 მარტს 11:00 – 14:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება კონფერენცია „რას ვმატებ ჩემს სამსახურს“ – რომელიც მიეძღვნება შშმ პირთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

ამავე დღეს საქართველოს  მუნიციპალიტეტებში  განხორციელდება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით,  2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com