მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთის შვიდ სოფელში სტიქიის სალიკვიდაციოდ 26 ოჯახს დაეხმარებიან

11.03.2018 • 2364
ქობულეთის შვიდ სოფელში სტიქიის სალიკვიდაციოდ 26 ოჯახს დაეხმარებიან

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 560 ათას 953 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები, ძირითადად, ფერდსამაგრი ნაგებობების/გაბიონების მოწყობას გულისხმობს, სტიქიის შედეგად დაზიანებულ კერძო ნაკვეთებში. სამუშაოები  26 ადგილზე, მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში უნდა ჩატარდეს.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დიდი ალბათობაა, რომ სხვადასხვა დროს სტიქიის შედეგად დაზიანებულ ადგილებში პროცესები კვლავ განვითარდეს, რაც საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებსა თუ გზებს.

სოფლები და ოჯახები ვის ნაკვეთებშიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება:

სოფელი ქობულეთი – ნოდარ (ასლან) დადიანი, შაქრო ინაიშვილი, სულიკო ჭყონია, ტარიელ ჯაფარიძე, ხათუნა შავიშვილი, რევაზ ქათამაძე, მირზა შევარდნაძე, თამაზ შევარდნაძე, ხაიდარ ჯაფარიძე;
კოხი – ირაკლი შევარდნაძე, ომარ ჯინჭარაძე, დავით შევარდნაძე, თენგიზ შევარდნაძე;
ზედა სამება – ელგუჯა-ნაზიკო კახიძე, ნუგზარ კახიძე;
ხუცუბანი – ნონა ხინიკაძე, ასლან ემირიძე;
ქვედა სამება – გურამ დიასამიძე;
ქვედა კვირიკე – მერაბ გოგიტიძე;
ზედა კონდიდი – მერაბ მოწყობილი, გენო (ლევან) ჯაფარიძე, რამაზ კენჭაძე, ტარიელ მოწყობილი;
ქვედა კონდიდი – ნინო ჯინჭარაძე, ია ცეცხლაძე, რუსუდან ბეჟანიძე;

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახები მუნიციპალიტეტის შესაბამისმა კომისიამ მოქალაქეებისგან შემოსული განცხადებების საფუძველზე შეარჩია. შესყიდული იქნა საპროექტო დოკუმენტაცია, ხოლო სამუშაოების ჩასატარებლად თანხა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოიყო.

ამ დროისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში 200-მდე განცხადებაა შესული, სადაც მოქალაქეები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ.

„წელს ყველა განცხადებას ვერა, მაგრამ გარკვეული რაოდენობის დაკმაყოფილებაზე ვმუშაობთ, ჯერ პროექტებს შევისყიდით, შემდეგ გამოინახება თანხა და სამუშაოების შესრულებაზეც გამოვაცხადებთ ტენდერს. ერთბაშად ყველა დაზარალებულის დასახმარებლად ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი თანხა არ არის,“ – გვითხრეს მუნიციპალიტეტში.

უკვე გამოცხადებული ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა შესრულდეს, საგარანტიო პერიოდი კი, არანაკლებ 5 წელია. ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 30 მარტს დასრულდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: