მთავარი,სიახლეები

ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა საავადმყოფოში რჩება

11.03.2018 • 2190
ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა საავადმყოფოში რჩება

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა.

იგი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში იმყოფება, ტვინის შერყევა აქვს და ქირურგიულ დეპარტამენტშია მოთავსებული.

13 წლის მოზარდი ავტოავარიის შედეგად გუშინ, 10 მარტს, წერეთლის ქუჩაზე დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: