ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში დღეს, 10 მარტს, გამთენიისას, ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან კომპიუტერი მოიპარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება.