რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საგრანტო კონკურსს აცხადებს

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საგრანტო კონკურსს აცხადებს. გრანტი გაიცემა საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის.  

ფონდის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას,

მათ მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სამეცნიერო დარგში.

ერთი პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი: 100 000 ლარი საზღვარგარეთ განხორციელებული კვლევითი პროექტისათვის.  70 000 ლარი კი, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული კვლევითი პროექტისათვის.

პროექტის განხორციელების პერიოდი 24 ან 36 თვეა. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com