ვინ ისარგებლებს ორ წლამდე ბავშვების ძვალ-სახსართა დეფორმაციების უფასო დიაგნოსტიკით

ბავშვთა განვითარების ადრეულ ასაკში ძვალ-სახსართა თანდაყოლილი დეფორმაციების დიაგნოსტიკისთვის აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში  80 800 ლარია გათვალისწინებული. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 0-2 წლამდე ასაკის ბავშვებს.

ოფიციალური ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ორთოპედის კონსულტაცია [პირველადი], პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში, რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ასევე, Ca-ის შემცველი მედიკამენტოზური პრევენცია.

სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება მუნიციპალიტეტებში პირველადი ჯანდაცვის ცენტრების დონეზე.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 4100 ბენეფიციარის მომსახურება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com