მთავარი,სიახლეები

„მრავალფეროვნების სახეები“ – ოთხი ფილმი და დისკუსია ამერიკულ კუთხეში

09.03.2018 • 2450
„მრავალფეროვნების სახეები“ – ოთხი ფილმი და დისკუსია ამერიკულ კუთხეში

20 მარტს,  16:00 საათზე, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI)  მულტიმედია პლატფორმის – „მრავალფეროვნების სახეები“ – პრეზენტაციას და დისკუსიას გამართავს.

პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ვიდეოები: „ჰურიე“,  „ბიბლია ჟესტების ენაზე“, „პოლონელი მღვდელი სამცხედან“ და „ნიგერიელი გოგო თბილისში“.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, ვიდეოპორტრეტები მოგვითხრობს მუსლიმი გოგოს, ჰურიეს შესახებ, გვიჩვენებს იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც ბიბლიას ჟესტების ენაზე სწავლობენ; კათოლიკე მღვდელს, რომელიც საქართველოზე საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს და ნიგერიელ სტუდენტ გოგოს, რომელიც რასიზმის პრობლემაზე საუბრობს.

დოკუმენტური ვიდეოების რეჟისორი ბესო გვენეტაძეა.  ვიდეოების საერთო ხანგრძლივობა 21 წუთია.

ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია ვიდეოს გმირებისა და რეჟისორის მონაწილეობით.

დასწრება თავისუფალია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: