მთავარი,სიახლეები

ვითარება სარფის საბაჟოზე [ფოტო]

08.03.2018 • 2326
ვითარება სარფის საბაჟოზე [ფოტო]

სარფში, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მიმოსვლა ამ დრომდე შეფერხებით მიმდინარეობს.  ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, თურქული მხარე ყველაფერს აკეთებს საბაჟოზე არსებული ვითარების გამოსასწორებლად.

საკონსულოს ინფორმაციით, სარფში საკმაოდ დიდი რიგებია, ამიტომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც დიდი ხანია საზღვრის გადაკვეთას ელოდებიან, საკვებით უზრუნველყოფენ.

საბაჟოზე დღეს, 8 მარტს, მთელი დღის განმავლობაში მიმოსვლა შეზღუდული იყო. ასევე, გუშინ, 7 მარტს სარფის საბაჟოზე გადაადგილება საღამოს 5 საათიდან 12 საათამდე სრულიად იყო შეჩერებული. 

 

მოქალაქეები სარფის საბაჟოზე ფოტო: თურქეთის გენერალური საკონსულო ბათუმში

 

ფოტო: თურქეთის გენერალური საკონსულო ბათუმში

სარფის საბაჟო
ფოტო: თურქეთის გენერალური საკონსულო ბათუმში

ფოტო: თურქეთის გენერალური საკონსულო ბათუმში

 

 

გადაბეჭდვის წესი