მთავარი,სიახლეები

CERTUS-ის სერტიფიკატის მფლობელებს უცხო ენაში გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ

09.03.2018 • 5603
CERTUS-ის სერტიფიკატის მფლობელებს უცხო ენაში გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტის CERTUS-ის ფარგლებში გაცემული უცხო ენის სერტიფიკატის მფლობელებს, საქართველოს ხუთ უმაღლეს სასწავლებელში [თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი] სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად უცხო ენაში გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ. ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

CERTUS-ის ფარგლებში, ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ტესტის ოთხივე ნაწილზე ტესტირების გავლა, 26 მარტიდან იქნება შესაძლებელი. ტესტირება ფასიანია და ღირებულება იმის მიხედვით განსხვავდება, აპლიკანტს რა მიმართულებით სურს ტესტირების გავლა.

სრული ტესტი, რომელიც ოთხი ნაწილისგან შედგება  – 50 ლარი ღირს, კითხვის, გრამატიკისა და ლექსიკის ტესტის ღირებულება – 20 ლარი, ხოლო საუბრის, წერითი და მოსმენის ტესტის, თითოეულის საფასური – 15 ლარია.

უცხო ენის ტესტირების ჩასაბარებლად და სერტიფიკატის მისაღებად, დაწვრილებით ინფორმაციის ნახვა მსურველებს შეუძლიათ ლინკზე: https://naec.ge/#/ge/post/1704

ტესტირების გასავლელად თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ფეიბოქსის აპარატებით, ასევე „საქართველოს ბანკში“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: