სიახლეები

ბათუმის სამების მონასტერში ილია მეორე მივა

07.10.2015 • 10204
ბათუმის სამების მონასტერში ილია მეორე მივა

 

დღეს დაგეგმილ ცერემონიალთან დაკავშირებით  საკუთარ ფეისბუქგვერდზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:

 

„მაღალყოვლადუსამღვდელოესი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შეასრულებს სამების დედათა მონასტრის ტაძრის კურთხევას, რის შემდეგაც აღასრულებს ღამისთევით საღმრთო ლიტურღიას. ხოლო ხუთშაბათს 8 ოქტომბერს 2 საათზე მობრძანდება უწმინდესი და უნეტარესი…“

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამების ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებით, 14:00 საათიდან 02:00 საათამდე, ბარცხანის დასახლებიდან სოფელ სამების მიმართულებით, ტაძრის კურთხევაზე დასწრების მსურველთათვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ავტომანქანებით გადაადგილება იკრძალება.

 

სამების ტაძრის მშენებლობა რვა წლის წინ დაიწყო. მშენებლობის ფინანსური მხარდამჭერი რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი შალვა ბრეუსი იყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: