კამელიების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

11 მარტს, 14:00 საათზე,  ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იაპონური ჯიშის კამელიების გამოფენა მოეწყობა. გამოფენა ბოტანიკური ბაღის პანორამულ გადასახედზე გაიმართება.

გამოფენილი იქნება იაპონური კამელიების 78 სახეობა და ბოტანიკურ ბაღში მიღებული 30-მდე  ჰიბრიდული ფორმა.

გამოფენაზე დასწრება უფასოა. ბოტანიკურ ბაღში შესვლა კი მწვანე კონცხის მხრიდან იქნება შესაძლებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com