ამ წუთებში ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მრავალწლოვანი ხეების ამოთხრას აპროტესტებენ. აქციაზე იმყოფება საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, მურმან დუმბაძეც. ის ამბობს, რომ წინააღმდეგია ხეების გლეჯვის და სწორედ ამიტომ მივიდა აქციაზე პოზიციის გამოსახატად.
აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ.
„თუ არ გამოვა ათ წუთში, უმაღლესი საბჭოს წევრები შევალთ და მოვითხოვთ შეხვედრას,” – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
მურმან დუმბაძე აქციაზე ფოტო: ცაგო კახაბერიძე 27.02.2018