შმაგი ბოლქვაძე კიევის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა [ვიდეო]

24 თებერვალს უკრაინის დედაქალაქში, კიევში გამართულ საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე გახდა 72 კგ. წონით კატეგორიაში. შმაგიმ ფინალში უკრაინელი სპორტსმენი დაამარცხა ანგარიშით – 7-5.

შმაგი ბოლქვაძე 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონია თავის წონით კატეგორიაში. მან  გასული წლის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვება რუსეთის სახელით მოასპარეზე ალენ მირზოიანთან მოიპოვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com