ბათუმში მოსახლეობა ხის მოჭრას აპროტესტებს

„იმიტომ არ მოგეცით ხმა, რომ ხეები მოჭრათ“ –  მოქალაქეები ბათუმში ბაგრატიონისა და გენერალ აბაშიძის ქუჩების კვეთაში ხის მოჭრას აპროტესრებენ. თვითმხილველის თქმით, ადგილზე იმყოფება გარემოს დაცვის ინსპექციაც.

თვითმხილველის თქმით, რომელმაც ფოტო მოგვაწოდა, ამ ხეს ჭრიან

ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის შავლეგ ფხაკაძის ინფორმაციით, ამ ადგილზე გაცემულია ერთი ხის მოჭრისა და ორის გადაბელვის ნებართვა:

„ადგილი ეკუთვნის კერძო მესაკუთრეს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, ამ ადგილზე გაცემულია მშენებლობის ნებართვაც. ხის მოჭრის მიზეზებს ჩვენ არ ვიკვლევთ როცა კერძო საკუთრებაა“ – ამბობს შავლეგ ფხაკაძე.

ბაგრატიონისა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი