მთავარი,სიახლეები

ქედის ბიუჯეტი 319 ათასი ლარით გაიზარდა

23.02.2018 • 1738
ქედის ბიუჯეტი 319 ათასი ლარით გაიზარდა

დღეს, 23 თებერვალს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა და ქედის ბიუჯეტი 319 ათასი ლარით გაიზარდა. საკრებულოს ინფორმაციით, ბიუჯეტი 180 ათასი ლარის ეკონომიისა და გასული წლის ნაშთის ხარჯზე გაიზარდა.

ბიუჯეტში შესული ცვლილებებით, ყველაზე მეტი თანხა – 129 602 ლარი ქედაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გაიწერა. 15 000 ლარი შპს „ქედის კომუნალურსერვისსა“ და შპს „ქედის წყალკანალს“ ავტომობილების შესაძენად გადაერიცხებათ; მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრებით თუ სადემონტაჟო სამუშაოებისთვის -7 000 ლარი, ხოლო არასაცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში ელექტრო-მეურნეობის აღსადგენად – 5 000 ლარი გაიწერა.

ამავე ცვლილებებით, 10 000 ლარით ქედის მერია მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მილებს შეისყიდის; 26 600 ლარით კი – ზოგადი ხედვის კამერებს – სულ 23 ცალს.

კითხვაზე, რატომ ხარჯავს ქედის თვითმმართველობა თანხებს წყლის მილების შესაძენად, მაშინ, როდესაც გასულ წელს მოსახლეობისთვის შესყიდული სასმელი წყლის მილები ჯერ კიდევ მერიის ეზოში აწყვია და სოფლების გულები-ხუნკუდას სასმელი წყლის პრობლემა ვერ მოგვარდა,  საკრებულოს თავმჯდომარე, შუქრი თურმანიძე პასუხობს:

„უახლოეს პერიოდში შექიმნება კომისია, რომელიც წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით იმუშავებს, შემოწმდება რა მდგომარეობაშია სისტემა. არ შეიძლება ითქვას ქედის მუნიიპალიტეტი უწყლოდაა და  ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: