მთავარი,სიახლეები,სპორტი

32:0 – ბათუმმა რაგბიში ლოკომოტივი დაამარცხა

23.02.2018 • 2156
32:0 –  ბათუმმა რაგბიში ლოკომოტივი  დაამარცხა

დღეს, 23 თებერვალს, ბათუმი რაგბი არენაზე გამართული დიდი 10-ის მე-14 ტურის მატჩში ბათუმელმა მორაგბეებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს.

32:0 – ამ ანგარიშით დასრულდა თამაში.

დღევანდელ თამაშში “ბათუმის” მორაგბე ბექა მამრიკიშვილმა სამი ლელო დადო. დუბლის შესრულება პირველ ტაიმში შეძლო, მესამე ლელო კი – მეორე ტაიმში.

 

მორიგ მატჩს ბათუმი 9 მარტს, ავჭალის სტადიონზე, აკადემიასთან გამართავს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: