ხულოს ყოფილი გამგებელი აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა

ხულოს ყოფილი გამგებელი და 2017 წლის მოწვევის ხულოს საკრებულოს წევრი ბესიკ ბაუჩაძე აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტზე შეუდგა მუშაობას.

ბაუჩაძემ ხულოს საკრებულო დატოვა. „აქტიურ სადეპუტატო უფლებამოსილებას ვერ განვახორციელებდი, ეს გავითვალისწინე და ისე მივიღე გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ბესიკ ბაუჩაძემ „ბათუმელებთან“.

ბესიკ ბაუჩაძე პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია. იგი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ფინანსების აღრიცხვისა და აუდიტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია.  

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com