სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის შესახებ [ვიდეო]

10.09.2015 • 1371
საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის შესახებ [ვიდეო]

 

 9-12 სექტემბერს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 40 ქვეყნის დელეგაციას მასპინძლობს,  მათ შორის  საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს, ვენეციის კომისიის ვიცე- პრეზიდენტებს და წევრებს;  ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს. 

დღეს, 10 სექტემბერს, კონფერენციის გახსნაზე სიტყვით იუსტიციის მინისტრი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდნენ.

 

 „საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტია; ინსტიტუტი, რომელიც კონსტიტუციური სამართლის ყოველდღიურობაში გატარების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია. ამ თვალსაზრისით, ქართულმა საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მნიშვნელოვანი გზა განვლო და მჯერა, რომ ეს გზა კიდევ უფრო გაღრმავდება.
კონსტიტუცია მაშინ არის ცოცხალი და ქმედითი, როდესაც ის მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი არ არის _ ის ხდება საზოგადოებრივი წრეების ინტერესის სფერო და კონსტიტუციური დებატები ინტენსიურად მიმდინარეობს“,- აღნიშნა კონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის გამოსვლის ნაწილი იხილეთ ვიდეოში:

გადაბეჭდვის წესი