სიახლეები

ალი და ნინოს ქანდაკება დემონტაჟის დროს დაზიანდა

26.08.2015 • 2998
ალი და ნინოს ქანდაკება დემონტაჟის დროს დაზიანდა

„ბულვარის ადმინისტრაციის” ხელმძღვანელი გიორგი ზირაქიშვილი აცხადებს, რომ ძეგლს 2-3 ფრთა აქვს დაზიანებული და იგი ერთ კვირაში აღდგება. მამუკა ჟღენტის თქმით, ძეგლის ახალ ადგილზე მონტაჟი 5 სექტემბერს დასრულდება და იგი დღევანდელი ადგილსამყოფელიდან 50 მეტრში გადაინაცვლებს. 

 ქანდაკების ადგილმონაცვლეობის აუცილებლობა, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ,  ქანდაკების ტექნიკური ნორმების დარღვევით დადგმამ გამოიწვია: “მძიმე ქანდაკების ზღვასთან ახლოს განთავსებამ საფრთხე შეუქმნა „ალის და ნინოს“, რადგან ტალღების მიმოქცევის შედეგად, ქანდაკებას საძირკველი დაუზიანდა”.

ძეგლის ადგილმონაცვლეობისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 234 975 ლარი. სატენდერო პირობების მიხედვით, დემონტაჟისა და მონტაჟის დროს ქანდაკების დაზიანების შემთხვევაში, სრული მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს. 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი