გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბათუმში და ზოგადად, აჭარაში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.
„დღეს შენარჩუნდება ღრუბლიანი ამინდი, დღის პირველ ნახევარში წვიმა, მთაში – თოვა. დღის მეორე ნახევარში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ტემპერატურა სანაპირო რაიონებში დღისით იქნება 8-13 გრადუსი სითბო, ღამით – 2-7 გრადუსი.
მთაში მოსალოდნელია დღისით 0-5 სითბო, ღამით 2-7 გრადუსი ყინვა,“ – აცხადებენ აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.
მომდევნო ორი დღის განმავლობაში აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
ზღვის წყლის ტემპერატურა ამ დროისათვის 8 გრადუსია.