სიახლეები

ქალთა საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო ბანაკი ჩაქვში

04.08.2015 • 1442
ქალთა საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო ბანაკი ჩაქვში

 

ბანაკის მიზანია პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ ფარგლებში შექმნილი თვითდახმარების ჯგუფების, რესურსცენტრების და კოოპერატივების წარმომადგენლების უნარების გაძლიერება, პრობლემების იდენტიფიცირების ხერხებისა და მათი გაანალიზების შედეგად სტრატეგიის შემუშავება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობისათვის,  რესურსცენტრებისა და კოოპერატივების არსის და მისიის ფართოდ გააზრება, მათი საქმიანობის განხორციელებაში მოქალაქეთა მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდა თემისა და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განსავითარებლად.

 

ბანაკის მსვლელობისას ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ქალთა საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შორის.

 

ბანაკს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე.

პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები დაათვალიერებენ აჭარის ღირსშესანიშნაობებს, მათ შორის, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს.

 

ბანაკი იმართება პროექტის ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის” ფარგლებში, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში და გალში. პროექტის პარტნიორები არიან: ფონდი ტასო, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი. პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა.

 

 

გადაბეჭდვის წესი