ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] 260 ცალ ვიდეოკამერას და 2 სერვერს – ვიდეოგამოსახულების ჩაწერის ვიდეორეგისტრატორს შეიძენს. სისტემის შეძენა-მონტაჟისთვის ბსუ-ს 120 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. მომსახურების შედსყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია.
მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს კამერების დამონტაჟება ბსუ-ს:
[checklist]
- I კორპუსში – 65 კამერა
- II კორპუსში – 140 კამერა
- III კორპუსში (ყოფილი საერთო საცხოვრებელი) – 20 კამერა (ქ. ბათუმი, რუსთაველი/ნინოშვილის ქ. 32/35)
- IV კორპუსში (ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. 12) – 25 კამერა
- V კორპუსში (აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი, ქ. ბათუმი, გრიშაშვილის 5) – 10 კამერა
[/checklist]
აქედან 14 ვიდეოთვალი დასამონტაჟებელია გარე პერიმეტრზე, ხუთსართულიანი კორპუსის მე-2 ან მე-3 სართულის სიმაღლეზე.
ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 30 იანვარს დაიწყება და პირველ თებერვალს დასრულდება. საქონლის მიწოდება სრულად, მონტაჟის მომსახურებით, უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 80 დღის ვადაში.