მთავარი,სიახლეები

სასტუმრო „ლეოგრანდის“ თანამშრომლები უფასო შვებულებაში არიან და სასტუმროს გახსნას ითხოვენ

25.01.2018 • 2474
სასტუმრო „ლეოგრანდის“ თანამშრომლები უფასო შვებულებაში არიან და სასტუმროს გახსნას ითხოვენ

სასტუმრო „ლეოგრანდის“ 500-მდე თანამშრომელი გამოძიების დროულად დასრულებას და სასტუმროს გახსნას ელოდება. სასტუმროს ამოქმედებამდე ისინი ადმინისტრაციამ უფასო შვებულაში გაუშვა.

„ლეოგრანდის“ იურისტი, ირაკლი ჟორჟოლიანი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ იმისათვის, რომ ხელფასები გაიცეს,  სასტუმროს ფუნქციონირებაა საჭირო.

„დამსაქმებელს სანამ ჰქონდა შესაძლობლობა, ხელფასებს უხდიდა, მაგრამ ახლა სასტუმრო აღარ ფუნქციონირებს. ჩვენ შეგვიძლია ხვალვე დავიწყოთ სარემონტო სამუშაოები, მაგრამ დამოკიდებული ვართ საგამოძიებო ორგანოებზე, მათ უნდა მოგვცენ ამის უფლება,“ – ამბობს იურისტი.

მისი თქმით, საგამოძიებო ორგანოებიდან სასტუმროს ადმინისტრაციას არ მიუღია ინფორმაცია, რა ვადებში შეუძლიათ სასტუმროს რეაბილიტაცია და მუშაობის განახლება.

ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ სასტუმრო დაკეტილია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: