NIMD ბათუმის დემოკრატიის სკოლა მსმენელების ახალი ჯგუფის მიღებას იწყებს


 

ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) საქართველოს ოთხ ქალაქში დემოკრატიის განათლების პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში დემოკრატიის სკოლები, პოლიტიკური განათლების ცენტრები ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში ფუნქციონირებს.

 

დემოკრატიის სკოლები წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული  სრულწლოვანი აქტიური მოქალაქეებისთვის.

 

გარდა სატრენინგო პროგრამისა, კურსდამთავრებულები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ნიმდის მცირე გრანტების კონკურსში, ერთობლივ კონფერენციებში, დემოკრატიის ბანაკში და სხვა ღონისძიებებში. ბათუმის დემოკრატიის სკოლა მსმენელების მიღებას წელს უკვე მეოთხედ აცხადებს. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 28 ივლისია. აპლიკაციის ბმული.  

 

მეტი ინფორმაციისთვის NIMD-ის და/ან დემოკრატიის სკოლების შესახებ ეწვიეთ ვებგვერდებს: www.nimd.ge და www.school.nimd.ge

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge