მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ენმ-ის ინიციატივაზე – ჩვენ შევისწავლით წინადადებას

12.01.2018 • 1988
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ენმ-ის ინიციატივაზე – ჩვენ შევისწავლით წინადადებას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 300-ლარიანი კომუნალური ვაუჩერების დაწესების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გამოეხმაურა.

„ჩვენ შევისწავლით წინადადებას, შესაძლებლობის და საჭიროების შემთხვევაში დამატებით მივიღებთ ზომებს. თუმცა ხაზგასმით  აღვნიშნავთ, რომ დღეს აჭარაში მუშაობს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები.  ის პროგრამები, რომელიც დღეს მუშაობს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში და განსაკუთრებულად სხვადასხვა სამინისტროში, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროში. მინდა გითხრათ ბოლო სიხლე,  რაც დღეს უკვე დააანონსა ბათუმის მუნიციპალიტეტმა. სპეციალური პროგრამა არის შექმნილი ჩვენი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, ასევე  მრავალშვილიანი ოჯახებისათვის და  ასე შემდეგ თქვენ  შეგიძლიათ დეტალურად შეისწავლოთ, ნახოთ ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით  უამრავი პროგრამა მუშაობს,“ – განაცხადა პატარაძემ.

300-ლარიანი კომუნალური ვაუჩერის დაწესების ინიციატივით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს გამოვიდა. 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: