ბათუმი VS ტიმიშოარა – 13 იანვარს ბათუმი რაგბი არენაზე ფლეი ოფის პირველი თამაში გაიმართება

ხვალ, 13 იანვარს,  ბათუმი რაგბი არენაზე სარაგბო კლუბი “ბათუმი” რუმინულ კლუბს “ტიმიშოარა სარასენს” შეხვდება.  ევროპული რაგბის კონტინენტის ფარის ფლეი ოფის პირველი თამაში 15:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.

“ბათუმი” ჩელენჯ ქაფის საგზურის მისაღებად იბრძვის. ამასთან ამ მატჩით იხსნება 2018 წლის ქართული სარაგბო სეზონი.  ფლეი ოფი ორ რაუნდიანია. გუნდები ორ თამაშს ატარებენ (ერთს შინ და ერთს გარეთ). გამარჯვებული, თუ ვინ ითამაშებს ნახევარ ფინალში, ორი მატჩის ჯამური ანგარიშით გამოვლინდება. ბათუმსა და ტიმიშოარას შორის განმეორებითი შეხვედრა 20 იანვარს რუმინეთში, კლუჟ-ნაპოკაში, კლუჟ არენაზე შედგება.

კონტინენტის ფარის ფლეი ოფის მოსახვედრად  ბათუმმა საკმაოდ ბევრი იბრძოლა. ბოლო თამაში, რომლის შედეგმაც “ბათუმი” ფლეი ოფში მოახვედრა, 16 დეკემბერს ბათუმი რაგბი არენაზე იყო. ბათუმმა  20:17 ამ ანგარიშით დაამარცხა  “ტიმიშოარა სარასენსი”  და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. 

 

 

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი