მთავარი,სიახლეები

თევზმჭერი სეინერები ბათუმის აკვატორიაში გამოჩნდნენ

11.01.2018 • 3025
თევზმჭერი სეინერები ბათუმის აკვატორიაში გამოჩნდნენ

შავი ზღვაში, ბათუმის მიმდებარედ, რამდენიმე სეინერი გამოჩნდა, რომლებიც თევზს იჭერენ.

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, თევზჭერა ბათუმის აკვატორიაში, ძირითადად თურქული კომპანიის სეინერებით, კანონიერად მიმდინარეობს.

„თევჭერის ლიცენზია გაცემულია. მათ აქვთ გარკვეული კვოტები და იმ რაოდენობის თევზს მოიპოვებენ. თევზს, მართალია ფოთის მხარეს მოიპოვებენ, თუმცა იქ ძლიერი ქარისა და შტორმის გამო გადმოინაცვლეს ბათუმის მიმდებარედ. ამის უფლება ლიცენზიის მფლობელებს ჰქონდათ. ზოგადად, ბათუმის აკვატორია თევზჭერისთვის კარგი ადგილი არ არის“, – განაცხადეს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: