სიახლეები,სპორტი

შმაგი ბოლქვაძე საქართველოს ჩემპიონია

11.01.2018 • 2146
შმაგი ბოლქვაძე საქართველოს ჩემპიონია

შმაგი ბოლქვაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ბოლქვაძე 67 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აჭარიდან სულ  6 სპორტსმენი მონაწილეობდა.  შმაგის გარდა ჩემპიონატზე 63 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლერი აბულაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

“შედეგი, რა თქმა უნდა, ფანტასტიკურია, მაგრამ ამ ექვსიდან სულ ცოტა სამი მაინც უნდა ყოფილიყო ჩემპიონი. სპორტია და რას იზამ ახლა, გამოვასწორებთ,”-  ამბობს ანზორ ლაზიშვილი, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი.

 

 

გადაბეჭდვის წესი