პრეზიდენტის არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარი დაიხარჯება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი [ხარჯთაღრიცხვა] დაამტკიცა.

ცესკოს დადგენილების მიხედვით, პრეზიდენტის არჩევნების ჩასატარებლად 39 მილიონ 136 ათას 784 ლარი დაიხარჯება. აქედან 17 მილიონამდე ლარი საარჩევნო ადმინისტრაციისა და კომისიის წევრების ხელფასებს მოხმარდება.

ცესკოს მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით 28,2 მილიონი ლარი არჩევნების ჩატარების ღონისძიებებს მოხმარდება; 1 მილიონი ლარი – მოხელეთა მომზადება-გადამზადებას არჩევნებისთვის; 7,6 მილიონი ლარი – საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებას, ხოლო 2,2 მილიონი ლარი – ამ სუბიექტთა სატელევიზიო რეკლამის განთავსებას:

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com