მთავარი,სიახლეები

საბა კონსტრაქშენი ბათუმში სპორტსკოლას 61 977 777 ლარად ააშენებს

08.01.2018 • 3452
საბა კონსტრაქშენი ბათუმში სპორტსკოლას 61 977 777 ლარად ააშენებს

„შპს სტადიონმა“ ბათუმში სპორტსკოლის მშენებლობაზე დღეს, 8 იანვარს ხელშეკრულება გააფორმა. ტენდერში სამი კომპანია – „გენჩ ინშაათ”-ის საქართველოს ფილიალი, „დაგი“ და შპს „საბა კონსტრაქშენი“ მონაწილეობდა. ტენდერში სწორედ ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. ტენდერის საწყისი ღირებულება იყო 66 574 430 ლარი.

კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ ბათუმში სპორტსკოლის მშენებლობისთვის კონკურენტებთან შედარებით ნაკლები თანხა შესთავაზა შემსყიდველს. „გენჩ ინშაათ”-ის საქართველოს ფილიალი სპორტსკოლის მშენებლობას 66 224 429 ლარად სთავაზობდა სახელმწიფოს, ხოლო შპს „დაგი“ – 65 924 430 ლარად.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ბათუმში, ლეონიძის ქუჩის #15-ში [ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ტერიტორია] უნდა ააშენოს სპორტული კომპლექსი. სამუშაოების წარმოება უნდა დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეში.

ხელშეკრულებას ხელს აწერენ „საბა კონსტრაქშენის“ დირექტორის მინდობილი პირი სლავა შერაზადაშვილი და შპს „სტადიონის“ დირექტორი სულხან ხალვაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: